saqarTvelos mdinareebi - maWaxeliswyali

ტერიტორიული ერთეულები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
სათავე შავშეთის ქედი
სიგრძე 37 კმ
აუზის ფართობი 369 კმ²

 

მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს თურქეთში, შავშეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2285 მ. სიგრძე 37 კმ. აუზის ფართობი 369 კმ2. ერთვის მდინარე ჭოროხს მარჯვნიდან სოფელ მაჭახლისპირთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა - შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 20,8 მ3/წმ.